ეუთო-ს გენერალური მდივანი - ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ, თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა
ეუთო-ს გენერალური მდივანი - ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ, თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა

ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ეხმაურება.

როგორც ჰელგა მარია შმიდი სოციალურ ქსელში წერს, ეუთო იზიარებს საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად არის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მიიღოს მონაწილეობა.

„სასიამოვნო იყო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ნახვა. ვიზიარებთ საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში და მზად ვართ, ეუთო-ს ჩართულობით სხვადასხვა მიმართულებით რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში მივიღოთ მონაწილეობა“, – წერს ეუთო-ს გენერალური მდივანი „ტვიტერში“.