ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სხვებთან შედარებით, პარტიებს შესთავაზა მეტი შესაძლებლობა თანაბარი პირობებით, ყველას სამართლიანად დაუთმო დრო
ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი - საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, სხვებთან შედარებით, პარტიებს შესთავაზა მეტი შესაძლებლობა თანაბარი პირობებით, ყველას სამართლიანად დაუთმო დრო

საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიებს მეტ შესაძლებლობას სთავაზობს უფრო თანაბარი პირობებით, ვიდრე სხვები, ეს გამოჩნდა ჩვენი მედიამონიტორინგის პერიოდში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ალბერტ იონსონმა განუცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ყველა საარჩევნო სუბიექტს სამართლიანად დაუთმო საეთერო დრო.

„საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს განსაკუთრებული ადგილი სხვა კერძო მაუწყებლებთან შედარებით და ჩვენ ეს დავინახეთ საარჩევნო კამპანიის დროს. საზოგადოებრივი მაუწყებელი პარტიებს მეტ შესაძლებლობას სთავაზობს უფრო თანაბარი პირობებით, ვიდრე სხვები და ეს გამოჩნდა ჩვენი გუნდის მიერ მედიამონიტორინგის პერიოდში. მათ ყველას სამართლიანად დაუთმეთ საეთერო დრო. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა დებატები, სადაც ყველა პარტიას ჰქონდა მონაწილეობის საშუალება და ვნახეთ, რომ ერთმა სტუმარმა საკუთარი ნებით დატოვა დებატები. ეს გამოგარჩევთ თქვენ, საზოგადოებრივ მაუწყებელს სხვებისგან. ამავე დროს მონიტორინგმა აჩვენა, რომ თქვენ ბევრჯერ გააშუქეთ მთავრობის ახალი ამბები და არ იყო მკაფიო გამყოფი ხაზი – მინისტრების საქმიანობა იყო, მთავრობის საქმიანობა თუ საარჩევნო საქმიანობა. ინსტიტუციონალური და საარჩევნო კამპანიის როლებს შორის მკაფიო განსხვავება არ ჩანდა“, – განაცხადა ალბერტ იონსონმა.