ეუთო დნესტრისპირეთის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის ინიციატივით გამოდის
ეუთო დნესტრისპირეთის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის ინიციატივით გამოდის

ეუთო დნესტრისპირეთის საკითხზე მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვის ინიციატივით გამოდის.

როგორც ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი ფრანკო ფრატინი ამბობს, 2017 წელს შემუშავებული რვაპუნქტიანი გეგმის შესრულებისთვის „პოლიტიკური ნება“ არსებობს, – ამის შესახებ ფრატინიმ მოლდოვას ვიცე-პრემიერ კრისტინა ლესნიკთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ორივე მხარე მზად არის, 2017 წლის დასაწყისში ხელმოწერილი რვაპუნქტიანი გეგმა მაისში დაგეგმილი მოლაპარაკებების მორიგ რაუნდამდე შეასრულოს.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „კონფლიქტის დარეგულირებისას ნდობის ატმოსფერო შენარჩუნდება“, მან მხარეებს კომპრომისების ძიებისკენ მოუწოდა.