ეუთო ბელარუსს ქვეყანაში არსებული ვითარების დარეგულირების პროცესში შუამავლის ფუნქციას სთავაზობს
ეუთო ბელარუსს ქვეყანაში არსებული ვითარების დარეგულირების პროცესში შუამავლის ფუნქციას სთავაზობს

ეუთო ბელარუსს ქვეყანაში არსებული ვითარების დარეგულირების პროცესში შუამავლის ფუნქციას სთავაზობს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ედი რამას განცხადებით, ეუთო ბელარუსს თავს არ მოახვევს საკუთარ პოზიციას, არ იქნება რომელიმე მხარეს და არ ჩაერევა ქვეყნის შიდა საქმეებში. თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ბელარუსის ხელისუფლება ამ ინიციატივას პოზიტიურად გამოეხმაურება.

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები ცხრა აგვისტოს დაიწყო, როდესაც ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად, ხმათა 80,1 პროცენტით მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო დაასახელა.