ცესკო-ს საბოლოო შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,1 პროცენტი მიიღო
ცესკო-ს საბოლოო შედეგების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმათა 80,1 პროცენტი მიიღო

ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა.

საბოლოო მონაცემებით, ალექსანდრ ლუკაშენკოს ხმა მისცა ამომრჩეველთა 80,1 პროცენტმა, ხოლო სვეტლანა ციხანოვსკაიას 10,1 პროცენტმა დაუჭირა მხარი. დანარჩენმა კანდიდატებმა ერთ პროცენტზე ოდნავ მეტი მიიღეს. ყველას წინააღმდეგ 4,59 პროცენტმა მისცა ხმა.

რამდენიმე კანდიდატმა, მათ შორის სვეტლანა ციხანოვსკაიამ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნების შემდეგი გაასაჩივრეს, თუმცა, ეს საჩივრები ცესკო-მ არ დააკმაყოფილა.

საპრეზიდენტო არჩევნები ბელარუსში 9 აგვისტოს გაიმართა. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება.