ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი ჩეხეთშია.
„ევროსტატის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, წელს ევროკავშირის ქვეყნებში ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ 2,2%-ია, ჩეხეთში ეს მაჩვენებელი 5,4 პროცენტს აღწევს.
ვაკანსიების რაოდენობით მეორე ადგილზე ბელგიაა, მას მოჰყვება ნიდერლანდები და გერმანია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის საბერძნეთში.
სამუშაო ადგილების მხოლოდ 1%-ია თავისუფალი ბულგარეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.