Eurostat - ევროკავშირში ვაკანსიების რაოდენობით ჩეხეთი ლიდერობს
Eurostat - ევროკავშირში ვაკანსიების რაოდენობით ჩეხეთი ლიდერობს

ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის მეორე კვარტალში ყველაზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი ჩეხეთშია.

„ევროსტატის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, წელს ევროკავშირის ქვეყნებში ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ 2,2%-ია, ჩეხეთში ეს მაჩვენებელი 5,4 პროცენტს აღწევს.

ვაკანსიების რაოდენობით მეორე ადგილზე ბელგიაა, მას მოჰყვება ნიდერლანდები და გერმანია. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი არის საბერძნეთში.

სამუშაო ადგილების მხოლოდ 1%-ია თავისუფალი ბულგარეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში.