„ევრონიუსი“ - საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა
„ევრონიუსი“ - საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა

საფრანგეთის უზენაესმა სასამართლომ სამართალდამცველებს დემონსტრაციის დროს რეზინის ტყვიების გამოყენების უფლება მისცა. ამის შესახებ „ევრონიუსი“ (Euronews) იუწყება.

მედიასაშუალების ცნობით, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს, პარიზში ყვითელჟილეტიანების აქციაზე სამართალდამცველებს აქტივისტების წინააღმდეგ რეზინის ტყვიების გამოყენების საშუალება მიეცემათ.

ბოლო თვეებში მიმდინარე დემონსტრაციებზე მომხდარი არეულობების დროს პოლიცია რეზინის ტყვიებს ხშირად იყენებდა. რის შემდეგაც მოძრაობა ყვითელი ჟილეტების აქტივისტებმა განაცხადეს, რომ გარკვეულ შემთხვევაში რეზინის ტყვიამ აქტივისტები მძიმედ დააშავა. მათ შორის რამდენიმემ თვალი დაკარგა ან კიდურების მოტეხილობა მიიღო.

ფრანგული გამოცემა Liberation-ის ცნობით, ბოლო დემონსტრაციაზე 144 დაშავებულიდან 92 რეზინის ტყვიის შედეგად იყო დაზარალებული.