EUMM - ჩვენ ვასრულებთ საქართველოს ხელისუფლების COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას
მიუხედავად თავისი საპატრულო მოვალეობის შესრულებისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) COVID-19-თან დაკავშირებით პრევენციულ ზომებს იყენებს. ამის შესახებ ინფორმაცია მისიის ვებგვერდზე არის გამოქვეყნებული.
„ჩვენ ვასრულებთ საქართველოს ხელისუფლების COVID-19-თან დაკავშირებულ ყველა მოთხოვნას.
ჩვენ ვამცირებთ საზოგადოებრივ აქტივობებს და პირისპირ შეხვედრებს რესპონდენტებთან. მათ მაგივრად ვიყენებთ ბინოკლებს და აეროსტატზე დამაგრებული კამერების მსგავს ტექნიკურ საშუალებებს ჩვენი სადამკვირვებლო მოვალეობების შესასრულებლად“, – ნათქვამია ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.