ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე არასამთავრობოები მარიხუანას კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას აფასებენ
ეთნიკური უმცირესობების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მარიხუანას კულტივაციის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივებს აფასებენ.
როგორ „ჩართულობისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელმა აგიტ მირზოევმა განაცხადა, მნიშვნელოვანი პრობლემაა ის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას საკმარისი ინფორმაცია არ გააჩნია.
მისივე თქმით, არსებობს რისკები, რომელიც კანაფს უფრო ხელმისაწვდომს გახდის მოზარდებისთვის.
ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი ამირან გელაშვილის განცხადებით კი არსებულ სიტუაციაში გაუგებარია, რამდენად იქნებიან დაცული არასრულწლოვნები, რამდენად გაიზრდება საფრთხე ალტერნატიული შავი ბაზრის მომარაგების.
„რისკი არის, გაიზარდოს როგორც სამედიცინო, ისე თრობის მქონე მარიხუანას მოყვანა და მოხმარება. რაც შეეხება კონტროლს, არსებობს მექანიზმები, მაგრამ რომ ვთქვათ 100%ით იქნება ყველაფერი დაცული, ხმამაღალი ნათქვამი იქნება.
იგივე არსებობს კანონი სიგარეტის არასრულწლოვნებზე მიყიდვის აკრძალვის, მაგრამ დღეს არსებობს ფაქტები, როცა ცალკეული შემთხვევები მაინც ხდება. უმჯობესი იქნებოდა, ჯერ მომხდარიყო ინფორმირებულობა საზოგადოების“, – განაცხადა გელაშვილმა.