ეთიოპიის დედაქალაქში ტერაქტისას დაიღუპა ერთი და დაშავდა 156 ადამიანი
ეთიოპიის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 156 ადამიანი. მათგან რვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
სამართალდამცველებმა ტერაქტთან კავშირის ბრალდებით უსაფრთხოების ძალების 9 თანამშრომელი დააკავეს.
აფეთქება დედაქალაქ ადის-აბებას ცენტრალურ მოედანზე იმ დროს განხორციელდა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს ხვდებოდა.