ეთიოპიის დედაქალაქში ტერაქტისას დაიღუპა ერთი და დაშავდა 156 ადამიანი 

00:43, 24.06.2018

ეთიოპიის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ ტერაქტი განხორციელდა. შედეგად, დაიღუპა ერთი და დაშავდა 156 ადამიანი. მათგან რვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სამართალდამცველებმა ტერაქტთან კავშირის ბრალდებით უსაფრთხოების ძალების 9 თანამშრომელი დააკავეს.

აფეთქება დედაქალაქ ადის-აბებას ცენტრალურ მოედანზე იმ დროს განხორციელდა, როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მხარდამჭერებს ხვდებოდა.

მსგავსი