ეთიოპიაში გასამხედროებული დაჯგუფების თავდასხმების სერიას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა
ეთიოპიაში გასამხედროებული დაჯგუფების თავდასხმების სერიას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე რაოდენობის პირი კი დაიჭრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი იუწყება.
თავდასხმა ღამის საათებში, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მოხდა. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით, აღნიშნული დაჯგუფებები ქვეყნის ხელისუფლების მიერ არის შექმნილი და თავდასხმებს მთავრობის განკარგულებებით ახორციელებს.
ორომი, სადაც დაჯგუფებამ თავდასხმების სერია განახორციელა, ქვეყანაში ყველაზე პრობლემატურ რეგიონს წარმოადგენს, სადაც ეთნიკური დაპირისპირებები ხშირად ფატალურად სრულდება. არეულობის ფონზე, აღნიშნულ რეგიონში მშობლიური სახლების დატოვება მილიონამდე ადგილობრივს მოუხდა.