ესტონური მედია - ბათუმი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა
ბათუმი ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდ ტურისტულ მიმართულებად დასახელდა. ამის შესახებ ესტონული გამოცემა „მეჰელე“ წერს. სტატიაში აღნიშნულია, რომ „შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქმა ეს ტიტული ივნისში მიიღო“.
„ბათუმში დამსვენებელს საშუალება აქვს დაისვენოს სანაპიროზე, დალიოს ხარისხიანი ღვინო და მიირთვას უგემრიელესი კერძები, ასევე, გაისეირნოს ულამაზეს ქუჩებში. ეს ქალაქი იაფი და პოპულარული ტურისტული მიმართულეებაა“, – ნათქვამია სტატიაში.
ესტონური გამოცემის ცნობით, ბათუმთან ერთად ევროპის ყველაზე მზარდი ტურისტული მიმართულების წოდებისთვის იბრძოდა ბაქო, კუტნა-ჰორა (ჩეხეთი), ლუბლიანია, იტალიური მატერა და სოფია.