ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს
ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.
ესტონეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ისინი რუსეთის სპეცსამსახურებზე მინიმუმ ხუთი წელი მუშაობდნენ.
გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული დენის მეტსავასი, რუსეთი გენშტაბის თანამშრომელია, ხოლო მეორე – მამამისი, წარსულში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობდა.
მეტსავასი 2008 წლიდან მუშაობდა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში და მას ხელი მიუწვდებოდა ესტონეთის არტილერიის განვითარების პროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.
ესტონეთის პროკურატურის ცნობით, დაკავებული პირები მინიმუმ 5 წლის განმავლობაში აწვდიდნენ საიდუმლო ცნობებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს.
რუსეთის ჯაშუშების დაკავების შესახებ უკვე ინფორმირებული NATO-ც. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც.