ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს

18:44, 05.09.2018

ესტონეთში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული ორი პირი დააკავეს.

ესტონეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, ისინი რუსეთის სპეცსამსახურებზე მინიმუმ ხუთი წელი მუშაობდნენ.

გამოძიების ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული დენის მეტსავასი, რუსეთი გენშტაბის თანამშრომელია, ხოლო მეორე – მამამისი, წარსულში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტში მუშაობდა.

მეტსავასი 2008 წლიდან მუშაობდა ესტონეთის თავდაცვის სამინისტროში და მას ხელი მიუწვდებოდა ესტონეთის არტილერიის განვითარების პროექტებთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე.

ესტონეთის პროკურატურის ცნობით, დაკავებული პირები მინიმუმ 5 წლის განმავლობაში აწვდიდნენ საიდუმლო ცნობებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო სამმართველოს.

რუსეთის ჯაშუშების დაკავების შესახებ უკვე ინფორმირებული NATO-ც. მომხდართან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმაც.

მსგავსი