ესტონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა
ესტონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა

ესტონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვები გამკაცრდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო მიიღო.

პრემიერ მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა რომ მომდევნო კვირიდან სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ასევე პრემიერმა მოუწოდა დამსაქმებლებს გადაუდებელი აუცილებლობის გარდა,ყველა თანამშრომელი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ.

მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში იკრძალება ჯგუფური ვარჯიშები. იხურება აუზები. კინოთეატრები და თეატრები კი ღია რჩება, თუმცა აუცილებელია პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

ესტონეთში „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 55 295 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 514 ადამიანი.