ესტონეთი ევროპის კონტინენტზე ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ის სამხედრო ძალების ყველაზე დიდ სწავლებას მასპინძლობს.
არსებული ინფორმაციით, სწავლება Swift Response დღეს დაიწყო და ის მასშტაბური წვრთნების Defender Europe-ის საწყისი ეტაპია.
აშშ-ის არმიის 41-ე საველე-საარტილერიო ბრიგადები გასროლებს რეაქტიული ზალპური სისტემა MLRS-იდან განახორციელებენ.
7 მაისს შეერთებული შტატების 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის სამხედრო მოსამსახურეები გამართავენ წვრთნებს, ხოლო 8 მაისს სწავლებები ვერტმფრენების გამოყენებით განხორციელდება.
ესტონეთში სამხედრო წვრთნები 14 მაისს დასრულდება.
ზოგადად, Defender Europe-ის წვრთნებში 16 სახელმწიფო და 28 000 სამხედრო მონაწილეობს.