ესტონეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კაია კალასს ნატო-სთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნებაში ადანაშაულებს, თავდაცვის უწყება ბრალდებას უარყოფს
ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი ესტონეთის დასაცავად შექმნილ ნატო-ს მოქმედ გეგმაზე გაკეთებული განცხადების გამო, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ევა მარია ლიმეტსმა გააკრიტიკა.
როგორც ევა მარია ლიმეტსმა აღნიშნა, პერმიერ-მინისტრმა თავდაცვის შესახებ გეგემები სვეტებად არ უნდა გამოაქვეყნოს „ფაინენშალ თაიმსში“.
„თავდაცვის შესახებ გეგემები სვეტებად არ უნდა გამოაქვეყნო „ფაინენშალ თაიმსში“. ის საჭიროებს ნდობას და საერთო გაგებას. როგორც ჩანს, პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთა თავდაცვის გეგმებთან დაკავშირებით, ჩვენს მეზობელ რუსეთს ახლა ამის წაკითხვა და აქედან დასკვნის გამოტანა შეუძლია. თუ ეს ასეა, მაშინ ძალიან სერიოზული ვითარებაა და ბადებს კითხვებს, არა მხოლოდ ესტონელ ხალხში, არამედ ჩვენს მოკავშირეებში“, – განაცხადა ევა მარია ლიმეტსმა.
ამასთან, ესტონეთის თავდაცვის სამინისტრო პრემიერ-მინისტრ კაია კალასის განცხადება ესტონეთის თავდაცვის უწყებაშიც გამოეხმაურნენ და აღნიშნეს, რომ პრემიერის მიერ გავრცელებული ინფორმაცია კონფიდენციალური არ არის.
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა „ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში გააკრიტიკა ესტონეთის დასაცავად შექმნილი ნატო-ს მოქმედი გეგმა.
მისი თქმით, ალიანსის ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გეგმაში არის დაშვება, რომ რუსეთი ამ ქვეყნების ოკუპაციას 180 დღით მოახდენს, ვიდრე ნატო მათ დაეხმარება.
„თუ უკრაინას და ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიას შევადარებთ, ეს ნიშნავს, რომ რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში ამ ქვეყნებს განადგურება და რუკიდან წაშლა ელოდებათ“, – განაცხადა ესტონეთის მთავრობის მეთაურმა.
აღნიშნული განცხადება კალასმა ნატო-ს მადრიდის სამიტამდე გააკეთა, სადაც ესტონეთი, ლიეტუვა და ლატვია ამ ქვეყნებში ნატო-ს დამატებითი ძალების მუდმივ განთავსებას მოითხოვენ.