ესტონეთის საგარეო უწყება - აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია
აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
უწყება სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ სირიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის „აღიარებას“ გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
„ვგმობთ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სირიის რეჟიმის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას. საერთაშორისო საზოგადება უნდა გაერთიანდეს ასეთი ნაბიჯისთვის წინააღმდეგობის გასაწევად. ჩვენ პოზიცია მკაფიოა: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.