ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და მის სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე სამხედრო გაძლიერებას
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში რუსეთის შემოჭრის 15 წლისთავთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, ესტონეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.
დღეს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის უკანონო აგრესიის 15 წლისთავია, ესტონეთი მკაცრად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას და მის სასაზღვრო ხაზებზე მიმდინარე სამხედრო გაძლიერებას. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას“, – ნათქვამია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.