ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გერმანიის კანცლერის პუტინთან ზარი სტრატეგიული შეცდომა იყო, რომელმაც ევროპის ერთიანობა ამ ომის ფონზე შეასუსტა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - გერმანიის კანცლერის პუტინთან ზარი სტრატეგიული შეცდომა იყო, რომელმაც ევროპის ერთიანობა ამ ომის ფონზე შეასუსტა

გერმანიის კანცლერის პუტინთან ზარი სტრატეგიული შეცდომა იყო, რომელმაც ევროპის ერთიანობა ამ ომის ფონზე შეასუსტა, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შოლცის ზართან დაკავშირებით საერთაშორისო საზოგადოების მიერ გამოხატული აღშფოთება ნებისმიერი სხვა ევროპელი ლიდერისთვის შემაკავებელი გარემოება იქნება, თუ ისინი პუტინთან საუბარს გადაწყვეტენ.

„ეს სტრატეგიული შეცდომა იყო. ჩვენ შეთანხმებული პრინციპი გვქონდა, რომ პუტინი იზოლაციაში უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.