ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - 11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო
11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალურ ქსელ „თვითერში“ წერს.
„11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში სამხედრო კომპონენტი გააძლიერა. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება. საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს“ – წერს ურმას რეინსალუ.