ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – 11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო
11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო, – ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სოციალურ ქსელ „თვითერში“ წერს.
„11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია დაიწყო. 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, რუსეთმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში სამხედრო კომპონენტი გააძლიერა. ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა გრძელდება. საერთაშორისო სამართალი დაცული უნდა იყოს“ – წერს ურმას რეინსალუ.
Today 11 years ago, Russia started its military aggression against #Georgia. Despite the 2008 ceasefire agreement, 🇷🇺 has increased military presence in occupied Abkhazia and South Ossetia, gross violation of human rights continues. International law must be followed. https://t.co/mVRD41K0AL
— Urmas Reinsalu (@UrmasReinsalu) 8 August 2019