ესტონეთის პრეზიდენტი - საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს
ესტონეთის პრეზიდენტი - საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს

საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ესტონეთის პრეზიდენტი სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.

„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ესტონეთი გმობს ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას ბოროტების ხაზზე საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.