ესტონეთის პრეზიდენტი – საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს
საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
ესტონეთის პრეზიდენტი სოფელ გუგუტიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა.
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რათა კიდევ ერთხელ დავუდასტურო, რომ ესტონეთი გმობს ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებას ბოროტების ხაზზე საქართველოსა და ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთს შორის. საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ნაწილების ოკუპაციას არ დაივიწყებს“, – წერს ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდი.
Talked with @Zourabichvili_S today to affirm that Estonia condemns the continuing borderization on the line of evil between Georgia and occupied South Ossetia (pictured: my visit from 2 years ago). The international community will not forget the partial occupation of Georgia. pic.twitter.com/Tf2y9wdm5Z
— Kersti Kaljulaid (@KerstiKaljulaid) 19 August 2019