ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა
ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა თანამდებობა დატოვა. ის ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებალად ემზადება.

როგორც ესტონური მედია წერს, კაია კალსმა გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადებით ქვეყნის პრეზიდენტს მიმართა. ალარ კარისმა მისი მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა.

„მადლობა გადავუხადე კაია კალასს მის მიერ შესრულებული სამუშაოსთვის და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მე დავიწყებ მოლაპარაკებებს ყველა პარტიის წარმომადგენლებთან საკანონმდებლო ორგანოში, რათა მოხდეს ახალი მთავრობის ფორმირება“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელი უნდა შეცვალოს.