ესტონეთის პრემიერ-მინისტრი - დასავლეთს არ აქვს მკაფიო გეგმა, რომელიც ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას გაუწევს კონკურენციას
ევროპას, აშშ-სა და მათ მოკავშირეებს სჭირდებათ ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ერთი გეგმა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, – ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის მეთაურმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ჩვენ გვაქვს ბევრი ინიციატივა, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა ჩვენ გვჭირდება მათი დაკავშირება, სწორედ ეს გვაკლია“, – განაცხადა კალასმა.
მისივე თქმით, მთავარი წინაღობა, რომელიც ასეთ დიდი ევროპულ საინვესტიციო პროექტს ექმნება, არის ის, რომ თავად ევროპის კონტინენტზე დღემდე არსებობს რეგიონები, რომელთაც სჭირდება ინვესტიციები.
„ევროპაში არსებობს 50-წლიანი უფსკრული ინევსტიციების კუთხით, განსაკუთრებით საბჭოთა ბლოკის ყოფილ წევრ ქვეყნებში, რომლებიც წლების განმავლობაში „რკინის ფარდის“ მიღმა იყვნენ“, – ამბობს კალასი.