ესტონეთის პრემიერ-მინისტრი – დასავლეთს არ აქვს მკაფიო გეგმა, რომელიც ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას გაუწევს კონკურენციას

17:40, 06.09.2021
Kaja Kallas, Prime Minister of Estonia, give a press conference after talks with  the German Chancellor at the Chancellery in Berlin on August 17, 2021. (Photo by Kay Nietfeld / POOL / AFP) (Photo by KAY NIETFELD/POOL/AFP via Getty Images)

ევროპას, აშშ-სა და მათ მოკავშირეებს სჭირდებათ ინფრასტრუქტურის ინვესტიციების ერთი გეგმა, რომელიც კონკურენციას გაუწევს ჩინეთის „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას, –  ამის შესახებ ესტონეთის მთავრობის მეთაურმა გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ბევრი ინიციატივა, რომელიც ერთ მიზანს ემსახურება, თუმცა ჩვენ გვჭირდება მათი დაკავშირება, სწორედ ეს გვაკლია“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, მთავარი წინაღობა, რომელიც ასეთ დიდი ევროპულ საინვესტიციო პროექტს ექმნება, არის ის, რომ თავად ევროპის კონტინენტზე დღემდე არსებობს რეგიონები, რომელთაც სჭირდება ინვესტიციები.

„ევროპაში არსებობს 50-წლიანი უფსკრული ინევსტიციების კუთხით, განსაკუთრებით საბჭოთა ბლოკის ყოფილ წევრ ქვეყნებში, რომლებიც წლების განმავლობაში „რკინის ფარდის“ მიღმა იყვნენ“, – ამბობს კალასი.

მსგავსი