ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე - ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ქმედებები მიუღებელია
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მარკო მიხკელსონის თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთი ქმედებები მიუღებელია. ამის შესახებ განცხადება მიხკელსონმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.
„სრულიად მიუღებელია, რომ არალეგალური ბორდერიზაცია და მილიტარიზაცია გრძელდება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში“, – წერს ესტონელი პოლიტიკოსი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.