ესტონეთის მისია ნატო-ში - ესტონეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერია და გააგრძელებს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-ს ღირებულ პარტნიორებთან
ესტონეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერია და გააგრძელებს პრაქტიკულ თანამშრომლობას ნატო-ს ღირებულ პარტნიორებთან, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ნატო-ში ესტონეთის მისიის „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნდა.
„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრი დღეს თავის ქართველ და უკრაინელ კოლეგას შეხვდა ვირტუალურ კონფერენციაზე, რათა შავი ზღვის უსაფრთხოება განეხილა.
ესტონეთი ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის მხარდამჭერია და გააგრძელებს პრაქტიკულ თანამშრომლობას ღირებულ პარტნიორებთან ნატო-ში და ორმხრივადაც“, – წერია განცხადებაში.