ესტონეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინა ბირთვული საფრთხის წინაშე მაშინ დადგება, თუ პუტინი იგრძნობს, რომ უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაშია
ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი არ მიიჩნევს, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუმცა არც გამორიცხავს.
ალარ კარისის თქმით, უკრაინა ბირთვული საფრთხის წინაშე მაშინ დადგება, თუ პუტინი იგრძნობს, რომ უკიდურესად გამოუვალ მდგომარეობაშია.
„ჩვენ მზად უნდა ვიყოთ. ყოველ შემთხვევაში, მოვიფიქროთ, რას მოვიმოქმედებთ ასეთ შემთხვევაში. თუ რუსეთი სასოწარკვეთილი იქნება, მაშინ, ვერ ვიტყოდი, რომ შემთხვევით, მაგრამ სრულიად შეგნებულად მათ შეუძლიათ, დააჭირონ ღილაკს, თუმცა ეს არც ისე მარტივია. ეს ასე არ არის, რომ გქონდეს ღილაკი, რომელთანაც შეგიძლია, უბრალოდ მიხვიდე და დააჭირო ხელი, არსებობს გარკვეული პროცედურები“, – აღნიშნა ესტონეთის პრეზიდენტმა მედიასთან ინტერვიუში.