ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ბარსელონური დერბი გაიმართა. “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი “ბარსელონა” და შეძლო მინიმალური ანგარიშით მოგება. ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს ოსკარ მელენდომ გაიტანა.
62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ვერ შეძლო პენალტის გამოყენება. ამ მატჩში “ბარსელონას” 29-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.
“ბარსელონამ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სილესენი, სერხი რობერტო, პიკე, ვერმალენი, დინი, ბუსკეტსი, პაულინიო (54. რაკიტიჩი), ალეიშ ვიდალი, ალენია (59. ლ. სუარესი), დ. სუარესი (78. რაფინია), მესი.
განმეორებითი მატჩი “ბარსელონას” მოედანზე 25 იანვარს გაიმართება.