“ესპანიოლმა” “ბარსელონას” წაუგებელი სერია შეწყვიტა

07:47, 18.01.2018

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში ბარსელონური დერბი გაიმართა. “ესპანიოლმა” საკუთარ მოედანზე მიიღო ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი “ბარსელონა” და შეძლო მინიმალური ანგარიშით მოგება. ერთადერთი გოლი შეხვედრის მიწურულს ოსკარ მელენდომ გაიტანა.

62-ე წუთზე ლიონელ მესიმ ვერ შეძლო პენალტის გამოყენება. ამ მატჩში “ბარსელონას” 29-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

“ბარსელონამ” ასეთი შემადგენლობით ითამაშა: სილესენი, სერხი რობერტო, პიკე, ვერმალენი, დინი, ბუსკეტსი, პაულინიო (54. რაკიტიჩი), ალეიშ ვიდალი, ალენია (59. ლ. სუარესი), დ. სუარესი (78. რაფინია), მესი.

განმეორებითი მატჩი “ბარსელონას” მოედანზე 25 იანვარს გაიმართება.

მსგავსი