ესპანეთში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ქალაქი დაიტბორა, ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება
ესპანეთში წყალდიდობის შედეგად რამდენიმე ქალაქი დაიტბორა, ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება

ესპანეთის სამხრეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია. ხუთი ადამიანი დაკარგულად ითვლება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

წყალდიდობის შედეგად დატბორილია რამდენიმე ქალაქი. შეჩერებულია მატარებლის მოძრაობა ვალენსიასა და მადრიდს შორის. ვალენსიის რეგიონსა და სხვა ახლომდებარე ქალაქებში დახურულია სკოლები.

ესპანეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ვალენსიის რეგიონში განგაშის წითელი დონე გამოაცხადა. ხელისუფლებამ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამასთან, ფერმერთა ასოციაციის განცხადებით, ქარიშხალი და წვიმა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მოსავალს.