კატალონიაში წყალდიდობის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი, დაკარგულად ითვლება

14:50, 23.10.2019

ესპანეთში, კატალონიის რეგიონში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი, დაკარგულად ითვლება.

​დაზარალებულია ბარსელონას მახლობლად მდებარე დასახლებები. წყალდიდობის გამო 20 ათასამდე ადამიანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. პოლიციის განცხადებით, რეგიონში ბლოკირებულია 40 გზა.

აღსანიშნავია, რომ ესპანეთში წყალდიდობას სექტემბერში შვიდი ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი