ესპანეთის ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო 400 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ხანძარი ანდალუსიის ავტონომიურ რეგიონში მდებარე დასახლებულ პუნქტ მანილვაში მძვინვარებს.
როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, მოქალაქეთა ევაკუაცია ხანძრის სახლებთან მიახლოების შემდეგ გახდა საჭირო.
სტიქიის გამო გადაკეტილია ჩქაროსნული ავტომაგისტრალი. საგანგებო სამსახურებში 150-მდე შეტყობინება შევიდა.
ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობენ მეხანძრეები და ვერტმფრენიც. ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია.