ესპანეთში ტურისტულ კატამარანს მცირე ზომის ნავთან შეჯახების გამო ცეცხლი გაუჩნდა. შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. მათგან ორის მდგომარეობა კრიტიკულია. ისინი ვერტმფრენის საშუალების სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს. დანარჩენები კი მკურნალობის კურსს უახლოეს საავადმყოფოში გადიან. ესპანური მედიის ცნობით, ინციდენტი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გალისიას რეგიონში მოხდა. ტურისტულ გემს ერთდღიანი ტურის ფარგლებში 48 მგზავრი გადაჰყავდა. ბორტზე ასევე იმყოფებოდა ეკიპაჟის ოთხი წევრი.
ტურისტული კატამარანის გემთან შეჯახების დროს ბორტზე მყოფი ტურისტების ნაწილმა თავს წყალში გადახტომით უშველა. გემი ერთდღიან ტურს გალისიას სანაპიროდან ტოქსას კუნძულის მიმართულებით ასრულებდა. ამ დროისთვის, ცეცხლი ლოკალიზებულია.