ესპანეთში სამედიცინო პერსონალმა სამედიცინო სერვისების შემცირება გააპროტესტა
ესპანეთში სამედიცინო პერსონალმა სამედიცინო სერვისების შემცირება გააპროტესტა

ესპანეთში სამედიცინო პერსონალმა სამედიცინო სერვისების შემცირება გააპროტესტა. მადრიდში ექიმებმა და ექთნებმა ცეკვითა და დასარტყამი ინსტრუმენტების გამოყენებით მსვლელობა მოაწყვეს. დემონსტრანტებმა სამედიცინო სერვისების შემცირება გააპროტესტეს, რომელიც მათი თქმით, პანდემიასთან გამკლავების შესაძლებლობას აძლევდათ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ნაკლები დროშა, მეტი ექთანი“, – ამ შეძახილებით, დაახლოებით 4 000-მა დემონსტრანტმა მსვლელობა მადრიდის ქუჩებში მოაწყო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა.

„ისინი ჯანდაცვის სეგრეგაციას ახდენენ. კერძო სამედიცინო დაწესებულებები, ეს ბიზნესია. საჯარო დაწესებულებებში ყველა მოდის. თუ შენ არ გაქვს საკმარისი თანხები, სამედიცინო სერვისებს ვერ მიიღებ“, – განაცხადა აქციის მონაწილემ. მადრიდის რეგიონული მთავრობა სამედიცინო სერვისების შემცირებას უარყოფს.

კვირას მედიაში გავრცელებულმა მომხმარებლებით სავსე მაღაზიების ფოტოებმა საზოგადოებაში ვირუსის შემთხვევების გაზრდის შიში გამოიწვია. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა მოსახლეობას შობის დიდი საოჯახო შეკრებების გარეშე გატარებისკენ მოუწოდა. ესპანეთის მთავრობა საშობაო შეკრებებზე ექვს ადამიანზე მეტის დასწრების აკრძალვას განიხილავს.