ესპანეთში სამართალდამცველებმა 650 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს
ესპანეთში სამართალდამცველებმა 650 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს

ესპანეთში სამართალდამცველებმა 650 კილოგრამი კოკაინი ამოიღეს. მედიის ინფორმაციით, ოპერაციის ფარგლებში პოლიციამ 11 პირი დააკავა. მათ ნარკოვაჭრობაში ადანაშაულებენ.

ესპანეთის სამართალდამცავმა უწყებამ მასშტაბური ოპერაცია კოლუმბიის გენერალური პროკურორის საგამოძიებო ჯგუფთან და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოსთან თანამშრომლობით ჩაატარა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, კოლუმბიამ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ესპანელ კოლეგებს ლათინური ამერიკიდან ესპანეთის მიმართულებით დიდი რაოდენობით კოკაინის გაგზავნის შესახებ აცნობეს. ევროპული სახელმწიფოს სამართალდამცავმა უწყებამ ნარკომოვაჭრეების ვინაობის დადგენა მოახერხა, რის შემდეგაც ოპერაციები მადრიდსა და გალისიას რამდენიმე დასახლებულ პუნქტში ჩატარდა.