ესპანეთში მაშველები ორი წლის ბავშვს ეძებენ, რომელიც 100 მეტრის სიღრმის ჭაბურღილში ჩავარდა
ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მაშველები ორი წლის ბავშვს ეძებენ, რომელიც 100 მეტრის სიღრმის ჭაბურღილში ჩავარდა. უცნობია, ცოცხალია თუ არა ბავშვი. მაშველებმა ჭაბურღილში ჩაშვებული კამერის საშუალებით ბავშვის პირადი ნივთები იპოვეს. ჭაბურღილის სიგანე მხოლოდ 25 სანტიმეტრია.
შემთხვევა 13 იანვარს მალაგიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელში მოხდა. ბავშვის ჭაში ჩავარდნის ამბავი პოლიციას მისმა მამამ შეატყობინა. სამაშველო ოპერაცია კვირას დაახლოებით შუადღეს დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.
უცნობია, არის თუ არა ჭაბურღილში წყალი. მაშველები ბავშვის ამოსაყვანად გვირაბის გათხრას გეგმავენ, რომლითაც ჭაბურღილს დაუკავშირდებიან.