ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში წყალსადენის ქსელისა და ჭაბურღილის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12:46, 20.05.2020

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშში წყალსადენის ქსელისა და ჭაბურღილის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო.

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერის, ავთანდილ უგრეხელიძის განცხადებით, ახალი ჭაბურღილის, წყალსადენის და რეზერვუარის მოწყობით ლასურიაშის მოსახლეობის წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის და ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ ხორციელდება და ღირებულებაა 146 256 ლარია. სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მსგავსი