ესპანეთში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმი 21 ივნისამდე გახანგრძლივდა
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის გამო დაწესებული საგანგებო რეჟიმი 21 ივნისამდე გახანგრძლივდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პედრო სანჩესის მიერ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების თაობაზე ინიციატივას 350 პარლამენტარიდან 177-მა მხარი დაუჭირა.
„როიტერის“ ინფორმაციით, ამის ფონზე ქვეყანაში 22 ივნისიდან შესაძლოა, საერთაშორისო ფრენების ნაწილი ისევ აღდგეს.
მოსახლეობა სანჩესს უკვე რამდენიმე კვირაა, აკრიტიკებს და შეზღუდვების უფრო სწრაფი შემსუბუქებისკენ მოუწოდებს.
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 240 326 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 27 128 ადამიანი გარდაიცვალა.