ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 40 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 40 197 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 40 197 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ვირუსით გარდაიცვალა 235 პაციენტი. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 2 252 164 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 53 314 ადამიანი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ესპანეთში მდგომარეობა შემაშფოთებელია. მინისტრი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ უახლოეს მომავალში საავადმყოფოებმა შესაძლოა, დატვირთვას ვერ გაუძლოს.

ესპანეთმა „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინით მოსახლეობის ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოს დაიწყო.