ესპანეთში კორონავირუსის 25 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 239 ადამიანი
ესპანეთში კორონავირუსის 25 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 239 ადამიანი

ესპანეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების რეკორდული დღიური მაჩვენებელი – 25 595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 239 ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 35 878-ს მიაღწია.

ქვეყანაში სულ აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 1,18 მილიონი შემთხვევა. კორონავირუსის მეორე ტალღის გამო, მიმდინარე კვირაში ესპანეთში ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.