ესპანეთში კორინავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა
ესპანეთში კორინავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა, რაც ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ამასთან, ბოლო 24 საათში ესპანეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად 199 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია სულ ორ მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ინფიცირებულთაგან ვირუსს 51 874 ადამიანი ემსხვერპლა.
ესპანეთში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე 350 ინფიცირებული მოდის.