ესპანეთში კორინავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა

22:07, 08.01.2021

ესპანეთში კორინავირუსის დღიური შემთხვევების რიცხვმა 25 ათასს გადააჭარბა, რაც ოქტომბრის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, ბოლო 24 საათში ესპანეთში „კოვიდ-19“-ის შედეგად 199 ადამიანი დაიღუპა.

ქვეყანაში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე აღრიცხულია სულ ორ მილიონზე მეტი კოვიდინფიცირებული. ინფიცირებულთაგან ვირუსს 51 874 ადამიანი ემსხვერპლა.

ესპანეთში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე 350 ინფიცირებული მოდის.

მსგავსი