ესპანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 173 ადამიანი
ესპანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 23 580 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 173 ადამიანი

ესპანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ქვეყანაში კორონავირუსი 23 580 ადამიანს დაუდასტურდა, ვირუსით 173 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ესპანეთში „კოვიდ-19“-ის 1 136 503 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 35 639 ადამიანი.