ესპანეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის 52 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 512 პაციენტი
ესპანეთში ბოლო დღეებში კორონავირუსის 52 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 512 პაციენტი

ესპანეთში პარასკევიდან დღემდე კორონავირუსის 52 386 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 512 პაციენტი კი გარდაიცვალა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ვირუსის პრევენციის მიზნით, ესპანეთში ოქტომბრის ბოლოდან ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ქვეყნის მთავრობამ რეგიონებს კომენდანტის საათის დაწესებისა და სამოგზაურო შეზღუდვების შემოღების იურიდიული უფლება მისცა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ვირუსის 1 381 218 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, 39 345 ადამიანი გარდაიცვალა.