ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ესპანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2060 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. პანდემიის დაწყებიდან 24 აგვისტომდე პერიოდში ესპანეთში „კოვიდ-19“, საერთო ჯამში, 405 000-ზე მეტ ადამიანს დაუდგინეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში ესპანეთში ვირუსს სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლო შვიდ დღეში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 96-ს მიაღწია.

როგორც ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, ქვეყანაში ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მატულობს, თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალი რჩება.

სპეციალისტების თქმით, ესპანეთში დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა პანდემიის პიკში შექმნილი ვითარებისგან რადიკალურად განსხვავებულია. ესპანეთში კორონავირუსს პანდემიის პერიოდში სულ 28 872 ადამიანი შეეწირა.